17-დეკ-2019

კომპანია FINA-მ თვითმომსახურების კიოსკების სისტემა დანერგა

ქართულმა კომპანიამ FINA სწრაფი კვების ობიექტებისათვის ახალი სისტემა - თვითმომსახურების კიოსკები წარადგინა. აღნიშნული პროდუქტი პირველად სწრაფი კვების რესტორნების - Wendy’s ქსელში დაინერგა.

თვითმომსახურების კიოსკები ეხმარება სწრაფი კვების ობიექტებს სწრაფად მიიღონ მომხმარებლების გაზრდილი ნაკადი და შესაბამისად მეტი შემოსავალი. მომხმარებელს კი საშუალებას აძლევს სალაროსთან რიგში ჩადგომის ნაცვლად მივიდეს დარბაზში განთავსებულ რომელიმე კიოსკთან, მოლარისგან დამოუკიდებლად აარჩიოს სასურველი კერძები და განახორციელოს გადახდა.

კიოსკზე მიღებული შეკვეთა მომენტალურად აისახება პროგრამა FINA24-ის კაფე-რესტორნის მოდულში, ასევე მასთან დაკავშირებულ სამზარეულოს მონიტორებზე (KDS) და დარბაზში მოთავსებულ რიგების მართვის მონიტორზე, სადაც მომხმარებელი თვალს ადევნებს მისი შეკვეთის დამზადების სტატუსს.

კომპანია FINA ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და 9 წლის მანძილზე კომპანიებს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუდმივ სიახლეებს სთავაზობს. ამასთან, სტაბილურობა და მაღალი ხარისხი FINA-ს მთავარი ფასეულობებია.

ვაჭრობის, დისტრიბუციის, სასტუმრო, სარესტორნო და სხვა მიმართულების 3000-ზე მეტმა კომპანიამ უკვე გაიმარტივა შიდა პროცესების აღრიცხვა FINA-სთან ერთად!

FINA - საიმედო პარტნიორი თქვენი ბიზნესისათვის!


20-თებ-2024
ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამით სარგებლობის მნიშვნელობა ბიზნესის განვითარებისთვის
FINA-ს ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა მორგებულია ბიზნესის ყველა მიმართულებასა და კანონმდებლობაზე. აღნიშნულ პროგრამას შეუძლია ბუღალტრული ტრანზაქციების აღრიცხვა, ძირითადი ფუნქციონალით კი შესაძლებელია გაყიდვების, შესყიდვების, მარაგების, ძირითადი საშუალებების მართვა და სხვა.
18-ოქტ-2023
ლოიალობის პროგრამის უპირატესობები
ლოალობის პროგრამები შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდეს, მაგალითად: ერთგულ მომხმარებლებთან წინასწარი შეტყობინებების გაგზავნა ახალ პროდუქტებზე ადრეული წვდომის შესაძლებლობის შესახებ, შეტყობინებები ფასდაკლებებისა და სასაჩუქრე ან გაუმჯობესებული პროდუქციის/მომსახურების შესახებ, სპეციალური შეთავაზებების გაკეთება, როგორიცაა უფასო ან დაჩქარებული მიწოდების სერვისი, განსაკუთრებული ფასდაკლებები და ა.შ.
21-აპრ-2023
რესტორნის ხარჯების აღრიცხვის მარტივი გზები
რესტორნის მართვა ბევრისთვის საოცნებო საქმიანობაა, ვინაიდან შემოსავლის წყაროებს შორის საკუთარი ბიზნესის ქონა ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და მომგებიანია. მაგრამ კომფორტთან ერთად გასათვალისწინებელია ის უმცირესი დეტალები, რომელთა სწორად დამენეჯმენტების გარეშე ბიზნესი დომინოს პრინციპით ჩამოიშლება. სწორედ ასეთი ფაქტორები აქცევს რესტორნის მართვას კომპლექსურ და საფრთხილო საქმიანობად.
5000+
ორგანიზაცია უკვე იყენებს FINA-ს
ANYDESK
TEAMVIEWER
დატოვეთ შეტყობინება
დაგვიკავშირდით