მომხმარებლის რეგისტრაცია
შესვლის სახელი:
პაროლი:
ელ.ფოსტა:
შესვლა
შესვლის სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდათ პაროლი?
პაროლის აღდგენა
ელ.ფოსტა:
მიუთითეთ რეგისტრაციის ელ. ფოსტა
პროექტის შესახებ
თაღლითების მახეში გაებით?
გაუზიარეთ სხვებს ეს ამბავი, რათა სხვებიც იყვნენ დაცულნი.

წააწყდით უკანონო და უსამართლო მოქმედებებს?
განიხილეთ ეს მოქმედებები სხვებთან ერთად.

უკმაყოფილო ხართ მომსახურებით?
დაწერეთ საჩივარი, განიხილეთ, და ერთად მოვითხოვოთ ღირსეული მომსახურება.

უვარგისი პროდუქტი შეიძინეთ?
ერთად ვიბრძოლოთ ხარისხის გასაუმჯობესებლად!

 
 
 
 
 

მრავალვალუტიანობის მხარდაჭერა

FINA საშუალებას იძლევა რომ შესყიდვა და გაყიდვის ოპერაციები აწარმოოთ ეროვნული ვალუტის გარდა ასევე სხვა ვალუტაში.
შესყიდვის შემთხვევაში, თვითღირებულება გამოითვლება ლარებში შესაბამისი კურსის გათვალისწინებით.
შესაძლებელია ახალი ვალუტის დამატება ან არსებული პარამეტრების შეცვლა. მიმდინარე კურსის მითითებით ყოველი შემდგომი ოპერაციის გატარება ხორციელდება მითითებული კურსის მიხედვით. ამასთანავე მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს ყოველი ოპერაციის კურსი ნებისმიერ დროს.

შესყიდვები და დამატებითი ხარჯები

შესყიდვები ხორციელდება არსებული სასაქონლო სიის საფუძველზე. ახალი პროდუქტის დამატება შესაძლებელია როგორც ხელით ჩამატებით სიიდან, ასევე იმპორტით Excel ფაილიდან, სადაც მითითებულია პროდუქტის კოდი, რაოდენობა და მიღების ფასი. შესყიდვის დროს ხორციელდება მიღების ფასის მითითება. თუ კომნპანია არის დღგ–ს გამდამხდელი, ფასი უნდა მიეთითოს დღგ–ს ჩათვლით, და დღგ–ს განაკვეთი გამოითვლება ავტომატურად.
იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვასთან დაკავშირებით მომწოდებლის მიერ არის გაწეული დამატებითი მომსახურება, მაგალითად სატრანსპორტო, დამატებითი ხარჯების სიაში შესაბამისი თანხის ჩამატებით იგი დაემატება შეძენილი საქონლის თვითღირებულებას ფასების პროპორციულად.

თუ დამატებითი ხარჯები არის დაკავშირებული განბაჟებასთან, ან სხვა სატრანსპორტო კომპანიასთან, ამ შემთხვევაში "დამატებითი ხარჯების" ოპერაციების მეშვეობით საშუალება გვეძლევა მივუთითოთ შეძენილი საქონელი და შესაბამისად დავარიცხოთ დამატებითი ხარჯების საფასური.
ამ შემთხვევაშიც დამატებითი ხარჯები დაემატება ფასის პროპორციულად თვითღირებულებას. მომწოდებლის ველში მიეთითება მომსახურების მომწმოდებელი, სატრანსპორტო კომპანია ან საბაჟო.

შეკვეთები და გაყიდვები

გაყიდვები შესაძლებელია როგორც საცალოდ (ჩეკით გაყიდული), ასევე რეალიზაციით იურიდიულ, ან ფიზიკურ პირზე სრული მონაცემების მითითებით და სასაქონლო ზედნადების ამობეჭდვით. დღგ–ს გადამხდელის შემთხვევაში ფაქტურის ამობეჭდვაც არის შესაძლებელი თავისი დანართით.
მყიდველისგან შეკვეთის შემთხვევაში, შესაბამისი სასაქონლო სია გადადის რეზერვში და მისი გაყიდვა არის შეუძლებელი.
შემდგომ ეტაპზე შესაძლებელია შეკვეთის მარტივი გადაფორმება რეალიზაციაზე ან მისი გაუქმება. ნაშთებში შეკვეთილი საქონელი შესაბამისად აისახება რეზერვის სვეტში.

ინვოისების გამოწერა

მყიდველის შეკვეთის საფუძველზე შესაძლებელია ინვოისის გამოწერა. ინვოისის ფორმა გენერირდება შეკვეთაში არსებული სასაქონლოს სიის და კომპანიის რეკვიზიტების და ლოგო–სურათის საფუძველზე. დამატებით შესაძლებელია აირჩიოთ საბანკო რეკვიზიტები, რომელიც გამოჩნდება ინვოისის ფორმაზე.

ანგარიშ ფაქტურების ატვირთვა RS.ge-ზე

დღგ–ს ანგარიშ ფაქტურის გამოწერა შესაძლებელია როგორც ერთი ასევე მრავალი სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე. ანგარიშ ფაქტურის გამოწერის შემთხვევაში შესაძლებელია მისი ავტომატური ატვირთვა RS.ge-ზე. ამ შემთხვევაში სასაქონლო სია დასახელებებით, საზომი ერთეულით, თანხებით და სასაქონლო ზედნადებების მონაცემებით შესაბამისად აისახება ვებ გვერდზე.
მყიდველთან გადაგზავნა ხორციელდება უშუალოდ ვებ გვერდიდან გადამოწმების შემდეგ. ანგარიშ ფაქტურის ნომერი და სერია ავტომატურად განახლდება პროგრამის გამოწერილი ანგარიშ ფაქტურების სიაში.

საქონლის გადატანა მაღაზიებს და საწყობებს შორის

მრავალი საწყობების და მაღაზიების შემთხვევაში შესაძლებელია მათ შორის საქონლის გადატანის ოპერაცია. ამ შემნთხვევაში საქონლის გადატანა ხორციელდება თვითღირებულებით და შეასაძლებელია სასაქონლო ზედნადების ამობეჭდვა.

წარმოება

წარმოების ფუნქციონირების გამოყენება შესაძლებელია როგორც მცირე საწარმოს შემთხვავაში, ასევე კვების ობიექტის, მცირე საკონდიტროსთვისაც.
მზა პროდუქციის შექმნა ხორციელდება სიაში არსებული მასალების და ნედლეულის საფუძველზე, სადაც მიეთითება ასევე მასალის შესაბამისი რაოდენობა.
მზა პროდუქციის შექმნა შესაძლებელია ცალკე და იგი ავტომატურად შეიტანება საწყობში. ასევე შესაძლებელია პროდუქციის გაყიდვა ნულოვანი ნაშთით, ამ შემთხვევაში პროდუქცია იწარმოება ავტომატურად, შეიტანება საწყობში და ხორციელდება მისი გაყიდვა ერთი ოპერაციით.

მოლარეს გაყიდვების პანელი

მოლარესთივბს შემუშავებულია სპეციალური გაყიდვების პანელი, რომელიც მუშაობს როგორც შტრიხკოდების სკანერით ასევე შიდა კოდების გამოყენებით. შესაძლებელია როგორც საცალო გაყიდვების განხორციელება, ასევე იურიდიულ პირებზე შეკვეთის და სასაქონლო ზედნადების გამოწერა. მოქმედებს, ნაღდი, უნაღდო, ფასდაკლება, ფასის სახეობის შერჩევა და სხვა ფუნქიები.

მონაცემების იმპორტი

მონაცემების შეტანა, როგორიც არის სასაქონლო სიაში დამატება, გაყიდვები, შესყიდვები, შეიძლება როგორც ხელით თითოეულის შეყვანით, ასევე Excel–ის ფაილიდან სრული სიის იმპორტით. შესაძლებელია მხოლოდ იმ პარამეტრების მონაცემების მითითება რომლის ინფორმაცია არსებობს.
შესყიდვა და გაყიდვის შემთხვევაში მიეთითება კოდი, რაოდენობა და ფასი (შესყიდვის ან გაყიდვის შესაბამისად).

ქსელური ვერსია

მრავალი საწყობების ან მაღაზიათა ქსელის შემთხვევაში შესაძლებელია ყველა შესაბამისი კომპიუტერის ჩართვა ქსელში და მათი მართვა როგორც დამოუკიდებლად ყოველი მაღაზიიდან, ასევე სათავო ოფისიდან.

მრავალი საწყობები და სალაროები

მრავალი საწყობების შემთხვევაში შესაძლებელია საქონლის გადატანა ერთი ობიექტიდან მეორეში. ანგარიშგებების დათვალიერება შესაძლებელია ასევე როგორც ცალკეულ საწყობთან მიმართებაში ასევე ჯამური, ყველასი ერთად. ასევე არ არის შეზღუდული სალაროების რაოდენობა.

კონტრაგენტების მართვა

კონტრაგენტების დამატება ან პარამეტრების რედაქტირება, შესაძლებელია როგორც ცნობარებიდან, ასევე მისი არჩევის მოდულებიდან. კონტრაგენტები დაყოფილნი არიან შემდეგი ძირითადი სახეობებად, როგორიცაა: მომწოდებლები, მყიდველები, საბაჟო და სტრანსპორტო კომპანიები. სრული მითითებული ინფორმაცია გამოიყენება სასაქონლო ზედნადებებში და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში. ასევე შესაძლებელია კონტრაგენტების ცალკეული ჯგუფების შექმნა.

ფასების სახეობები

მომხამრებელს აქვს შესაძლებლობა ყოველი პროდუქტის სხვადასხვა სახის ფასის მითითება, რომელიც გამოიყენება გაყიდვის დროს. სტანდარტული სახეობებია: საცალო, საბითუმო და მცირე საბითუმო. დანარჩენი სხვა სახეობა მომხამრებლს შეუძლია დაამატოს, და იგი აისახება ყველა პროიდუქტის პარამეტრებში. გაყიდვისას შეიძლება მიეთითოს, თუ რომელი ფასის მიხედვით ხორციელდება რეალიზაცია.

თვითღირებულების დაანგარიშება

საქონლის თვითღირებულება განისაზღვრება მისი მიღების ფასით და დამატებითი ხარჯების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში თუ ერთი და იგივე პროდუქტი მიღებულია სახვადასხვა ფასში და სხვადასხვა დროს, მისი ფასი დგინდება გასაშუალებით და ნაშთების გათვალისწინებით. გაყიდვის შემთხვევაში თვითღირებულების ნაკლებ ფასში რეალიზაციის მცდელობის შემთხვევაში გამოდის გამაფრთხილებელი ფანჯარა.
იმ შემთხვევაში თუ მოხდა უკანა თარიღით ჩანაწერის შეცვლა, შესაბამისად თვითღირებულება შეიძლება დაირღვეს. ამისათვის წარმოდგენეილია თვითღირებულებების ავტომატური გადათვლის ოპერაცია.

სასაქონლო სიის შედგენა

ცნობარებში სასაქონლო სიის შედგენისას, შესაძლებელია სხვადასხვა ჯგუფების შექმნა ხისებური სტრუქტურით, სადაც შემდგმოში დაემატება უშუალოდ საქონელი. საქონლის დამატება შესაძლებელია როგორც ხელით, ასევე Excel ფაილიდან იმპორტით. ასევე შეიძლება სურათების ატვირთვა, რომელიც გამოჩნდება სიაში გაყიდვისას.
ერთი და იგივე პროდუქტის გაყიდვა შეიძლება სხვადასხვა ერთეულებში, მაგალითად, ტომარა, კილოგრამი, ყუთი, და ა.შ, როროც მიუთითებთ ერთეულებში.

სასაქონლო სიის პარამეტრების მართვა

ახალი პროდუქტის დამატება შეიძლება როგორც ცალკეული პარამეტრის შეყვანით, ასევე სრული სიის იმპორტით Excel ფაილიდან. არსებული სისტემური პარამეტრებთან დამატებით შეიძლება ახალი პარამეტრების დამატება და შესაბამისად მნიშვნელობების ჩაწერა. ასევე არის სიაში პარამეტრების გამოჩენისა და დამალვის მართვის საშუალებაც..
იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი არის ერთი კოდით და ერთი ფასით, მაგრამ გააჩნია განსხვავებული თვისებები, (მაგალითად ტანსაცმლის ფერი ან ზომა), შესაძლებელია ასეთი სახეობების წინასწარ განსაზღვრა ერთი პროდუქტის ქვეშ, რაც ამარტივებს გაყიდვის და შემდგომი ნაშთების ძებნის პროცედურას.

შტრიხკოდების სკანერის გამოყენება და შტრიხკოდების ამობეჭდვა

შტრიხკოდების სკანერის გამოყენებით შესაძლებელია როგორც საქონლის მიღება, ასევე მისი გაყიდვა. ერთ პროდუქციას შეუძია ჰქონდეს მრავალი შტრიხკოდი. იმ შემთხვევაში თუ საქონელს არ გააჩნია შტრიხკოდი, პროგრამაში შესაძლებელია უნიკალური კოდის გენერირება და ჩვეულებრივ ფურცელზე ამობეჭდვა მისი საქონელზე შემდგომი დაკრობით.

ანგარიშგებები

ანგარიშგებების ფუნქიონირება იძლევა შესყიდვების, გაყიდვების და არსებული ნაშთების ანალიზის მარტივ და სრულყოფილ საშუალებას. ნაშთების წარმოდგენა რეზერვის გათვალისწინებით შეიძლება ნებისმიერი თარიღისთვის. მიღება–გაყიდვის ანგარიშგებაზე წარმოდგენილია შესყიდვების და გაყიდვების სრული სურათი, მიღების ფასით, დღგ, რეალიზაციის ფასით, მოგებით და თვითღირებულებით. ასევე შესაძლებელი შესყიდვების და გაყიდვების როგორც ჯამური მნიშვენლობების, ასევე დეტალური სიის სახით. ანგარიშგების წარმოდგენა ხორციელდება ასევე გარკვეული ჯგუფის და პერიოდის მითითებით.

პროექტების მხარდაჭერა

მრავალი მაღაზიების ან საწყობების შემთხვევაში შესაძლებელია ხარჯების და საქონლის ბრუნვის მიბმა ცალკეულ ობიექტზე. რის შედეგადაც შესაძლებელია ხარჯების და მოგების ანალიზი როგორც სრულად ორგანიზაციისთვის ასევე ცალკეული ობიექტისათვის.

მრავალი მომხმარებლები და ცვლილებების ჟურნალი

ადმინისტრატორს შეუძლია შექმნას მრავალი მომხარებელი, რომელსაც მიანიჭოს თავისიშ შესვლის სახელი და პაროლი. ყოელ მომხმარებელს ასევე ენიჭება პრივილეგიები ოპერაცეიბზე და ჟურნალების დათვალიერებაზე, ანუ რომელი დოკუმენტის დათვალიერაბა, რედაქტირება, შექმნა ან წაშლის უფლება აქვს. ამის გარდა შესაძლებელია მიენიჭოს ის ფასების კატეგორიები, სასაქონლო სიის და კონტრგენტების ჯგუფები, რომლის ნახვის უფლება აქვს.
დოკუმენტის შექმნის და ცვლილების შემთხვევაში ავტომატურად ხორციელდება მომხამრებლის და თარიღის შენახვა ცვლილებების ჟურნალში.

კავშირი ბუღალტერიასთან

ყველა ის ოპერაცია რომელიც ხორციელდება მაღაზია–საწყობის ვერსიაში ავტომატურად აისახება FINA ბუღალტერიაში გატარებების სახით. სავაჭრო ოპერაციების განხორციელების გარდა, ბუღალტრულ ვერსიაში შესაძლებელია სრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვის მართვა წარმოების ჩათვლით. პროგრამაში მარტივად შესაძლებელია განახორციელოთ ანგარიშ ვალდებული პირის, ბანკის, სალაროს, სესხების, მომსახურების მიღების, მომსახურების გაწევის, საქონლის და საწვავის ჩამოწერის, ავანსების, ხელფასის დარიცხვის და გადახდის და სხვა ოპერაციები. ანალიზისთვის წარმოდგენილია მრავალი სხვადასხვა სახის ანგარიშგებები და დოკუმენტები, როგორიცაა მაგალითად, ბრუნვითი უწყისი, სალაროს წიგნი, საავანსო წიგნი, შემოსავლის და გასავლის ორდერები და ა.შ.

 

ზედნადებების RS.ge-დან ჩამოტვირთვა და ატვირთვა

პროგრამას აქვს საშუალება კავშირში იყოს ვებპორტალთან RS.GE და განახორციელოს აუცილებელი დოკუმენტების ატვირთვა და ჩამოტვირთვა.
პროგრამის მომხმარებელს შეუძლია სასაქონლო ზედნადების გამზადებული ფორმა, რომელიც საქონლის გაყიდვის ოპერაციის შემდეგ ავტომატურად ივსება, გადააგზავნოს პორტალზე და პროგრამიდან შეასრულოს მისი აქტივაცია და დასრულება.
ასევე შესაძლებელია, პორტალზე არსებული ზედნადები დაუკავშიროთ პროგრამაში შესრულებულ გაყიდვის ოპერაციას.

ვებპორტალიდან RS.GE საშუალება გვაქვს ჩამოვტვირთოთ საქონლის შესყიდვის თაობაზე მიღებული სასაქონლო ზედნადებები. ჩამოტვირთვის შედეგად შესყიდვის ოპერაცია ავტომატურად შესრულდება პროგრამაშიც და ეს თავიდან აგაცილებთ საქონლის შესყიდვის ხელით გატარებას ბუღალტერიაშიც.

იმ შემთხვევაში კი, თუ სასაქონლო ზედნადები პოტრალზე არის, მაგრამ ეს გაყიდვის ოპერაცია პროგრამაში არ გვაქვს და გვსურს პროგრამაშიც გვქონდეს მსგავსი გატარება, ვახორციელებთ ზედნადების ჩამოტვირთვის ოპერაციას, რაც ავტომატურად ასრულებს ბუღალტრულ გატარებასაც.

 

დაგროვების ბარათები

პროგრამაში შესაძლებელია დავარეგისტრიროთ მყიდველების დაგროვების ბარათები თავისი უნიკალური კოდებით, რომელზეც შემდგომში ყოველი გაყიდვის დროს დაირიცხება ქულების გარკვეული რაოდენობა.
ქულების შეფარდებას თანხობრივ მაჩვენებელთან პროგრამის პარამეტრებიდან ჩვენ თავად განვსაზღვრავთ.

ანგარიშგებებიდან შესაძლებელია ვაკონტროლოთ- რომელ მყიდველს რამდენი ქულა აქვს, რომელი გაყიდვიდან დაგროვდა ქულების ეს ოდენობა, რა დროს, რამდენი გაიხარჯა და რა ნივთი გავატანეთ ქულების სანაცვლოდ საჩუქრად.

 

სერიული ნომრები

თუ თქვენს საქონელს გაყიდვის შემდგომ აქვს გარანტია გარკვეული დროით, ამ ვადის მითითებას ვახდენთ პროგრამაში საქონლის გაყიდვამდე.
რეალიზაციის შემდეგ შესაძლებლობა გვაქვს ყოველ საქონელს მივანიჭოთ მისი სერიული ნომერი და საგარანტიო კოდი.

საქონლის დაზიანების შემთხვევაში ვასრულებთ მომსახურების გაწევას, სადაც დეტალურად ვწერთ რა მომსახურება ჩაუტარდა მას, გადაიხადა თუ არა ამისთვის კლიენტმა თანხის ნაწილი და რა საქონლის ჩამოწერა დასჭირდა მომსახურების გაწევას.

ანგარიშგებებში შესაძლებლობა გვაქვს ვაკონტროლოთ ყოველი საქონელი მისი სერიული ნომრის მიხედვით და ვნახოთ ამ სერიულ ნომერზე რა მომსახურებები გავუწიეთ მყიდველს.

 

სხვადასხვა ერთეულებში აღრიცხვა

პროგრამას საშუალება აქვს იმუშაოს ერთდროულად რამდენიმე საზომი ერთეულით. ჰქონდეს მთავარი საზომი ერთეული და ასევე ერთი , ან რამდენიმე დამატებითი საზომი ერთეული.

ყოველი დამატებითი საზომი ერთეულის მითითების დროს აუცილებლად უნდა დაიწეროს ფორმულა, რამდენ მთავარ საზომ ერთეულს შეიცავს დამატებითი საზომი ერთეული. მაგალითად: მთავარი საზომი ერთეული თუ ცალია, დამატებითი კი - ყუთი, იწერება ფორმულა: 1ყუთი=12 ცალს.

 

სასწორის მიბმა

პროგრამას უერთდება სასწორის აპარატი, რომელიც ყველა გასაყიდ საქონელს ავტომატურად ანიჭებს წონასა და კოდს, შესაძლებელია ამ კოდის შტრიხკოდის წამკითხველის მიხედვით ამოცნობა, რაც საქონლის გაყიდვის პროცესს გაცილებით ამარტივებს.

 

სალარო აპარატის მიბმა

პროგრამა უკავშირდება GPRS სალარო აპარატს, შესაძლებელია ავტომატურად ამოიბეჭდოს ქვითარი ყოველი გაყიდვის შემდგომ. პარამეტრებიდან განვასზღვრავთ დეტალური ქვითრის ამობეჭდვა გვსურს, თუ - ჯამურის.

 

ინვენტარიზაცია

ოპერაცია „ინვენტარიზაცია“ უზრუნველყოფს მაღაზიის, ან საწყობის აღწერას, რომლის დროსაც პროგრამაში არსებული ნაშთების ჩვენ მიერ გადათვლილ, რეალურ ნაშთებთან შედარება ხდება.

ოპრაციის განხორციელების შედეგად დგინდება ნაშთობრივი სხვაობა, შეგვიძლია ეს ინფორმაციული ჩანაწერის სახით შევინახოთ, ან სურვილის შემთხვევაში მოვახდინოთ ნაშთების „გასწორება“, ანუ პროგრამული ნაშთების გათანაბრება ჩვენ მიერ გადათვლილ რაოდენობებთან. დანაკლისში არსებული საქონლის ნაშთის გადასწორების მეთოდი ხორციელდება ჩამოწერის, ან საცალო გაყიდვის მეთოდით.

ინვენტარიზაციის შესრულება შესაძლებელია ასევე შტრიხკოდის ლაზერული წამკითხველის დახმარებით. საქონლის ყოველ გატარებაზე რაოდენობას პროგრამა ავტომატურად დაითვლის და გამოითვლის სხვაობებსაც.


 
 
facebook